
რას მოიცავს
- როტორის დისბალანსის შემოწმება სამუშაო ბრუნებზე
- ზუსტი ბალანსირება 250 000 ბრ/წთ-მდე
- საკონტროლო შემოწმება ბალანსირების შემდეგ
როდის არის საჭირო
- ლილვის, ბორბლების ან საკისრების შეცვლის შემდეგ
- ტურბინა სტვენს ან ღმუის, არის ვიბრაცია
- საკისრების სწრაფი განმეორებითი ცვეთა
ტურბინის როტორი უზარმაზარი სიჩქარით ბრუნავს. ასეთ ბრუნებზე ძალიან მცირე დისბალანსიც კი ქმნის ვიბრაციას, რომელიც სწრაფად ანადგურებს საკისრებსა და ჩობალებს და იწვევს სტვენას. ამიტომ ბალანსირება ჩვენი ყოველი შეკეთების სავალდებულო ეტაპია.
ყველა მომსახურება

ტურბინის დიაგნოსტიკა
ვადგენთ გაუმართაობის ზუსტ მიზეზს, სანამ რამეს შეცვლით ან იყიდით.
150 ₾-დან
ტურბინის შეკეთება
ტურბინის სრული აღდგენა: ყველა გაცვეთილ დეტალს ახლით ვცვლით და ქარხნული პარამეტრებით ვაწყობთ.
ფასი — დიაგნოსტიკის შემდეგ
კარტრიჯის შეცვლა
თქვენი ტურბინის კორპუსებში ვამონტაჟებთ ახალ კარტრიჯს (ცენტრალურ კვანძს) და ვარეგულირებთ ქარხნული პარამეტრებით.
ფასი — დიაგნოსტიკის შემდეგ
გეომეტრიის შეკეთება და რეგულირება
ვწმენდთ, ვაღდგენთ და ვარეგულირებთ ცვლადი გეომეტრიის მექანიზმს ქარხნული პარამეტრებით.
ფასი — დიაგნოსტიკის შემდეგ
აქტუატორის რეგულირება
ვამოწმებთ ვაკუუმურ ან ელექტრონულ აქტუატორს და ვარეგულირებთ მის სვლას ქარხნული პარამეტრებით.
ფასი — დიაგნოსტიკის შემდეგ
ტურბინის გაცვლა
ჩვენ გვაბარებთ თქვენს ძველ ტურბინას — იღებთ იმავე მოდელის აღდგენილ ტურბინას.
ფასი — დიაგნოსტიკის შემდეგ